„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №110
2009 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესსა და რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილება:
1. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. საბჭოს შესაძლებელია ჰქონდეს ბლანკი, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული, რომელიც შეასრულებს საბჭოს აპარატის ფუნქციას, და დავების განხილვის მომზადების შიდაუწყებრივი პროცედურები.“.
3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები:
„71. საბჭოში წარდგენილი საჩივრების განხილვა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით ხორციელდება ყოველ ორშაბათს, 13:00 საათიდან. გამონაკლის შემთხვევაში დასაშვებია დამატებითი სხდომის ჩატარება სხვა სამუშაო დღეს ან/და დროს, რაც განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით ან მისი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.
72. საბჭოს გეგმური სხდომების ორგანიზებასა და მხარეების საბჭოს სხდომაზე მოწვევას ახორციე-ლებს საბჭოს აპარატის უფროსი.“.
4. მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საბჭო დავას თავის სხდომაზე იხილავს საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარულ დღეში, თუ საქარ-თველოს საგადასახადო კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. აღნიშნულ ვადაში საბჭოს აპარატს უფლება აქვს გამართოს მოსამზადებელი სხდომა/სხდომები. საბჭოს აპარატის უფროსი უფლე-ბამოსილია თავისი შეხედულებისამებრ დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. თუ საბჭო დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო/საბაჟო ორგანოს დაავალოს განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი საბჭოს მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 სამუშაო დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება სამჯერ, ვადის თითოეული გაგრძელებისას – არა უმეტეს 15 სამუშაო დღით.“.
5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 25-ე პუნქტი:
„25. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საბჭოს აპარატის უფროსი უფლებამოსილია, ხელი მოაწეროს საბჭოს გადაწყვეტილებას.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური