,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№209
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 18/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №209

2009 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესისა და რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №65 დადგენილებით (სსმ III, 2007 წელი, №45, მუხლი 511) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ფუნქციონირების წესსა და რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლში:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით, საბჭოს შემადგენლობა დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. საბჭოს შემადგენლობაში მონაწილეობისათვის საბჭოს წევრებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაძლებელია მიეცეთ დანამატი, რომლის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 და მე-11 პუნქტები:

,,10. საბჭოს წევრი აფასებს მტკიცებულებებს შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

1. საბჭოს წევრებს უფლება აქვთ, დავების განხილვის პროცესში აღმოჩენილი (გამოვლენილი) კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი რეაგირების შესახებ რეკომენდაცია მიაწოდონ საქართველოს ფინანსთა მინისტრს.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური