„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№216
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 11 მარტის №45 დადგენილებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან‚ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიის გაცემის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართვა ან/და უფლებამოსილი პირის წერილობითი განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დაჯილდოების შესახებ სამართლებრივი აქტის ასლი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი საცხოვრებელი ადგილის მითითებით;
გ) პირის მომსახურე ბანკის (ფილიალის) მიერ დადასტურებული ცნობა ბანკის (ფილიალის) რეკვიზიტებისა და პირის ანგარიშის ნომრის მითითებით, სადაც უნდა ჩაირიცხოს მისი კუთვნილი თანხა.“.
2. მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თანხის გადარიცხვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შესული განცხადების ან/და მიმართვის და მათზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე, სამინისტროებიდან და უწყებებიდან (მათ შორის, დეპარტამენტიდან) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 6.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უზრუნველყოფს დაჯილდოებული პირების ან/და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წერილობით ინფორმირებას სახელმწიფო ჯილდოსათვის დაწესებული ფულადი პრემიის გადარიცხვის შესახებ.“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური