„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№387
სარეგისტრაციო კოდი
240140000.10.003.017059
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/09/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№387

2012 წლის 17 სექტემბერი

 ქ. თბილის ი

„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/04/2011, 240140000.10.003.016334 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა :

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისია განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე – კომისიის წევრი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი –          კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური პროგნოზირების დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი.“.

 2. დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულების მე-2 მუხლის:

 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. კომისიას უფლება აქვს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას მოიწვიოს საწარმოს (ორგანიზაციის), შესაბამისი სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და უწყებების, აგრეთვე აფხაზეთის ა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ასევე სხვა პირები.“;

ბ) მე-6 პუნქტის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ქონების სააგენტო) , თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან და ამ საწარმოს დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით;“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ საკითხებს კომისიის სხდომაზე წარსადგენად ამზადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი/ერთეულ(ებ)ი, ქონების სააგენტო ს ან/და შესაბამისი სამინისტრო(ები)ს მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით.“;

დ) მე-13– მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. კომისიის სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება ქონების სააგენტოს და შესაბამის სამინისტროებს, რომელთა მართვაში არსებული საწარმოების წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების საკითხებიც განიხილა კომისიამ.

14. ქონების სააგენტო კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღ ეში ვალდებულია, საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმოსაწერად წარუდგინოს ქონების სააგენტოს ა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.

 15. ქონების სააგენტომ უნდა უზრუნველყო ს კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღ ე ში კომისიის ა თვის (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ათვის ) ინფორმაციის წარდგენა კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.“;

ე) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18. ამ მუხლის მე-14 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების სააგენტოს ან სხვა სამინისტროებ ი სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმება უნდა შეიცავდეს კომისიის ოქმით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მიერ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის ოდენობას, გადარიცხვის ვადების მითითებით.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი