„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №306
2011 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2011წლის12აპრილის№174დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20მუხლის მე‑4პუნქტის შესაბამისად„სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის2011წლის12აპრილის№174დადგენილებაში (სსმ, 15.04.2011წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით განსაზღვრული დებულების მე-2მუხლის:
1. მე-6პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარ უგზავნის:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან და ამ საწარმოს დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით;
ბ) შესაბამისი სამინისტრო, თავის მართვაში არსებულ საწარმოსთან შეთანხმებით.“.
2.მე‑6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62პუნქტები:
„61.იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება მოიცავს საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგების ან წმინდა მოგების ნაწილის საწარმოს განკარგულებაში დატოვების აუცილებლობას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის წარდგენილი წინადადება უნდა შეიცავდეს საწარმოს განკარგულებაში დასატოვებელი წმინდა მოგების ან მისი ნაწილის მიზნობრიობის დასაბუთებას და მისი ხარჯვის გეგმას.
62. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს შესაბამისი საწარმოების საფინანსო-ეკონომიკური და სხვა დოკუმენტაცია.“.
3. მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საკითხებს საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ კომისიის სხდომაზე წარსადგენად ამზადებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ი/ერთეულ(ებ)ი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან/და შესაბამისი სამინისტრო(ები)ს მიერ წარდგენილი წინადადებების მიხედვით.“.
4. მე-13, მე‑14 და მე‑15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. კომისიის სხდომის ოქმის ასლი ეგზავნება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შესაბამის სამინისტროებს, რომელთა მართვაში არსებული საწარმოების წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების საკითხებიც განიხილა კომისიამ.
14. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომისიის სხდომის ოქმის მიღებიდან 5 დღის ვადაში ვალდებულია საწარმოს წმინდა მოგების განაწილების/გამოყენების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოამზადოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელმოსაწერად წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმების პროექტი.
15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტომ უნდა უზრუნველყონ კომისიის სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების შესრულება და ყოველი წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის განმავლობაში წარუდგინონ ინფორმაცია კომისიას (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ერთობლივი შეთანხმების შესრულების თაობაზე.“.
მუხლი 2.დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.08.2011.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.08.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №306. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.10.003.016466.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.08.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აპრილის №174 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №306, 04.08.2011, სარეგისტრაციო კოდი 240140000.10.003.016466 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1455593/