„თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 |
|
2013 წლის 7 მარტი დ. თიანეთი |
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 თებერვლის №11 დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამის“ დამტკიცების შესახებ. (სსმ,110224019, 04/03/2011სარეგისტრაციო კოდი 470230000.35.154.016045)
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილენუგზარ ყურშავიშვილი
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსების პროგრამა1.
წინამდებარე პროგრამა წარმოადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობისათვის საჭირო ღირებულების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსების პროგრამას.2.
პროგრამის მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციურ და სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურების მიღებაში.3.
პროგრამა ვრცელდება მე-5 მუხლით განსაზღვრულ, თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებზე, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ კატეგორიაში, არ აქვთ რომელიმე სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ან სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს შესაბამის ნოზოლოგიას.ა)
წინასწარი ამბულატორიული გამოკვლევები;ბ)
სტაციონალური მკურნალობა.1.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სამედიცინო დახმარების გაწევასა და მუნიციპალიტეტის მიერ დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრაზე.2.
კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ. მოქალაქისათვის საჭირო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კომისიის სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება.3.
მოქალაქემ, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება (ან მისი ოჯახის წევრმა), განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100) და ინვოისი ან ანგარიშ-ფაქტურა.4.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოციალური დახმარების მოთხოვნაზე შემოსული განცხადებების განმხილველი კომისია იღებს საოქმო გადაწყვეტილებას განმცხადებლისათვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.5.
გადაწყვეტილების მიღებაზე კომისია უფლებამოსილია თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.6.
გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.7.
კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით განმცხადებლისაგან, სამკურნალო დაწესებულებიდან ან სხვა პირებისაგან გამოითხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს განმცხადებლის და მისი ოჯახის სოციალურ მდგომარეობას.8.
კომისიის მუშაობაში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მონაწილეობას მიიღებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული.9.
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის წევრი უფლებამოსილია, მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, ოქმს თან დაურთოს წერილობითი მოსაზრება.10.
ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა.11.
მუნიციპალიტეტის გამგებელი საბოლოო სახით მიღებულ კომისიის ოქმს, მოხსენებითი ბარათით წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მოხსენებით ბარათში აღინიშნება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ პროგრამასთან შესაბამისობა. მოხსენებით ბარათს თან უნდა ერთოდეს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები სამართლებრივი აქტის პროექტი.12.
გამგებლის მიერ წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას მოქალაქისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის თაობაზე.13.
საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული ბრძანების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამის სამედიცინო დაწესებულების მიმართ საჭიროების შემთვევაში გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურეობის გაწევის ღირებულების ანაზღაურების შესახებ.14.
მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოადგენს ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ დოკუმენტს, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტი ახდენს ბრძანებაში დაფიქსირებული თანხის გადარიცხვას.1.
სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1000 ლარამდე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 25%-მდე.2.
სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 1000 ლარიდან 3000 ლარამდე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 30%-მდე.3.
სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 3000 ლარიდან 5000 ლარამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 35%-მდე.4.
სამედიცინო მომსახურება, რომლის ღირებულებაა 5000 ლარის ზევით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 40%-მდე.5.
გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობა თიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება 100%-მდე.ა)
პენსიონერები, რომელთა სამედიცინო მომსახურება არ ფინასდება საპენსიო დაზღვევით.ბ)
მარტოხელა დედები (არასრულწლოვანი შვილით) და მრავალშვილიანი ოჯახები (3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით);გ)
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახის წევრები (მეუღლე, შვილები).დ)
ოჯახები, სადაც არც ერთი წევრი არ მუშაობს.ე)
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.ვ)
სხვა გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და არა აქვს გადახდის არანაირი საშუალება.