თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ

მიღების თარიღი 07.03.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №5/11
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016160
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/03/2013
matsne.gov.ge 1,868 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №5/11 2013 წლის 7 მარტი ქ. ფოთი თვითმმართველი ქალაქის- ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულომ, დ ა ა დ გ ი ნ ა: მუხლი 1🔗   დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართი №1-ისა. მუხლი 2🔗    თვითმმართველი ქალაქის- ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეებზე: მდივანი, მბეჭდავი, დამლაგებელი და მძღოლი, არ ვრცელდება აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული,  საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 3🔗   დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა დანართი №1 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის  მერიის საჯარო მოსამსახურეთა     დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების  ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; თ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საგარეო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებმა პირველი მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების გარდა დამატებით უნდა იცოდნენ ერთი უცხო ენა მაინც; მუხლი 2🔗 1. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულება. 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ადგილობრივი შესყიდვების განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მე-2  მუხლის პირველი პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების გარდა დამატებით მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული  ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"; ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის N9 ბრძანება  „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული     ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";                                                                        გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 30 ნოემბრის N11 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ"; დ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N3 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“; ე) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის N15 ბრძანება „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“. 3. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ადგილობრივი ქონების მართვის განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს მე-2  მუხლის პირველი პუნქტში მითითებული სამართლებრივი აქტების გარდა დამატებით მოეთხოვებათ „თვითმმართველი ქალაქ ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების უფლების მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №10/37 დადგენილების და „თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის N2/2 დადგენილების ცოდნა. მუხლი 3🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; თ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება; ი) „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება; კ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 16 აპრილის №364 ბრძანება; ლ) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1321 ბრძანება; მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; ნ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულება. მუხლი 4🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; თ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი; ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის დებულება. მუხლი 5🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის №1-1/2935 ბრძანება; თ) „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის №1–1/1254 ბრძანება; ი) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; კ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს №261 დადგენილება; მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; ნ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულება. მუხლი 6🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონი;                თ) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/35 დადგენილება; ი) „თვითმმართველი ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს 2011 წლის 29 მარტის №5/36 დადგენილება; კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; ლ) თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურებების სამსახურის დებულება. მუხლი 7🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა –  დევნილთა შესახებ“საქართველოს კანონი; კ) „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დევნილთა სამსახურის დებულება. მუხლი 8🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; კ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულება. მუხლი 9🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სპორტის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;                                                           გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;       ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სპორტის  შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; ი) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სპორტის სამსახურის დებულება. მუხლი 10🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების  ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციებისას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახანძრო-სამაშველო დანაყოფების და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ძალებისა და საშუალებების ჩაბმის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 29 ივნისის №571  ბრძანება; ი) „სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 18 მაისის №649 ბრძანება; კ) „სახანძრო დაცვის სამსახურების მიერ ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების  ჩატარების წესდების დამტკიცების შესახებ“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007  წლის 21  მაისის №738 ბრძანება; ლ) „საქართველოში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 27 მარტის №449 ბრძანება; მ) „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ნ) „საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის №153 დადგენილება; ო) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; პ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სახანძრო -სამაშველო სამსახურის დებულება. მუხლი 11🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;     ი) „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებულება; კ) „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; ლ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; მ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის სამობილიზაციო, წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულება. მუხლი 12🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტები ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“  საქართველოს კანონი; ზ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება; თ) თვითმმართველი ქალაქის–ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულება. მუხლი 13🔗 თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერის მოადგილეებს მოეთხოვებათ შემდეგი სამართლებრივი აქტების ზოგადი ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს  კანონი;  კ) საქართველოს კანონი  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ლ) თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის დებულება. მუხლი 14🔗 1. თვითმმართველი ქალაქის- ფოთის მერიის საჯარო მოსამსახურეებს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი დონე, საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები,  საკუთარი შეხედულებების დასაბუთებისა და დაცვის უნარი,  გუნდური, ასევე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი, სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი, უნდა იყოს კომუნიკაბელური და გაწონასწორებული. 2. თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის  საჯარო მოსამსახურეებმა უნდა იცოდნენ საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და (Internet Explorer) სამომხმარებლო დონეზე მაინც.