საოქმო განჩინება სს „დასასვენებელი სახლი ნარინჯის“ კრედიტორთა კრების გადადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2013 წლის 28 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: იზოლდა ლოსაბერიძე
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს კანონის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მე-4, მე-5, მე-7, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის, მადონა გეწაძის შუამდგომლობა.
2. სს ,,დასასვენებელი სახლი ნარინჯის’’ კრედიტორთა კრება გადაიდოს.
3. კრედიტორთა კრება ჩაინიშნოს 2013 წლის 14 მარტს, 14:00 საათზე, ქუთაისი საქალაქო სასამართლოში.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.
სხდომა დახურულად გამოცხადდა 14:15 საათზე
სხდომის თავმჯდომარე: /გენადი მაკარიძე/
სხდომის მდივანი: /იზოლდა ლოსაბერიძე/