განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/33
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/33

        

 

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წელი 4 მარტი

 

. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე გენადი მაკარიძე

  ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

:

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია №2/33 სამოქალაქო საქმე სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ.

   ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შემოსულ იქნა სს ,,კოლხური აბრეშუმის’’ კრედიტორთა ლ. ენდელაძის, ნ. პარკაულის, ვ. მეშველიანის, ლ. ჯანჯალიას და სხვათა წარმომადგენლის ალექსანდრე ჭანტურიძის განცხადება კრედიტორ-პენსიონერთა მოთხოვნების წარმოდგენის თაობაზე.

   სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაინიშნოს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება.

  სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

:

 

1. მოწვეულ იქნეს სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება 2013 წლის 27 მარტს , 1 4:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება ;

2.    კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3 ).

3.    განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .

4.    განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                                                                 გენადი მაკარიძე