ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 13.03.2013
ძალის დაკარგვა 31.05.2013
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი დიასამიძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 29.05.2013
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2013 წლის 13 მარტი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებადრი დიასამიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება:
1.
უმაღლესი განათლება;
2.
შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
გ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
დ)
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ზ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
3.
კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
მუხლი 2🔗.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:
1.
აპარატის უფროსს:
ა)
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა;
გ)
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
2.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში:
ა)
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა.
გ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ)
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
3.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა)
“საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” ცოდნა.
4.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)
,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს ბრძანების ცოდნა;
5.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:
ა)
“პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” საქართველოს კანონიის ცოდნა.
ბ)
“სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
6.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
7.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)
,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება“ დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 1996 წლის 1 აგვისტოს.