ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.05.2013 ძალადაკარგული 01.10.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.134.016108
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2013 წლის 29 მაისი

დაბა ქედა

 

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2
 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №2 დადგენილება (ვებგვერდი, 18/03/2013, სარეგისტრაციო კოდი, 010250020.35.134.016101).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებადრი დიასამიძე



დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ  საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1. ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის  თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება:
1. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
2. კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.

მუხლი 2. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:
1. აპარატის უფროსს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
ე) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ვ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
2. აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
გ) საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა.
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
ვ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ზ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
3. აპარატის მთავარ სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო  საკითხებში:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა.
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
4. აპარატის მთავარ სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის  საკითხებში:
ა) უმაღლესი  ან პროფესიული განათლება;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის  დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;
გ) ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს 12-03 დადგენილებით დამტკიცებული  დებულების ცოდნა.
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
5. აპარატის წამყვან  სპეციალისტს იურიდიულ  საკითხებში:
ა) სამართალმცოდნის სპეციალობა  ან/და ამ განხრით  დამამთავრებელ კურსზე ყოფნის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენა. 
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
6. აპარატის წამყვან  სპეციალისტს - საზოგადოებასთან ურთიერთობის  საკითხებში:
ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ცოდნა.
გ) „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
დ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
7. აპარატის წამყვან სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა) უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
გ) ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) ცოდნა;
დ) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.