ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2014 წლის 1 ოქტომბერი დაბა ქედა |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების საფუძველზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის კონკურსის წესით დასანიშნ საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 მაისის №9 დადგენილება (ვებგვერდი, 31/05/2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016108).
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები
1.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელეს მოეთხოვება:
ა)
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
ბ)
კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
2.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ყველა საჯარო მოსამსახურეს, გარდა დამხმარე მოსამსახურეებისა მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
გ)
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლი 2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეებისათვის მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა)
პროფესიული ცოდნის მოთხოვნა;
ბ)
ზოგადი უნარების მოთხოვნა;
გ)
პროფესიული უნარების მოთხოვნა.
მუხლი 3.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში:
1.
საკრებულოს აპარატის უფროსი:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
2.
საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
3.
აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
4.
აპარატის იურიდიული განყოფილების წამყვანი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
5.
აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების უფროსი:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
გ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
6.
აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების წამყვანის სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.
7.
აპარატის საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო განყოფილების წამყვანის სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში:
ა)
უმაღლესი განათლება;
ბ)
მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება;
გ)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
დ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა;
ე)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების ცოდნა.