ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2013 წლის 13 მარტი დაბა ქედა |
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება:
1.
უმაღლესი განათლება;
2.
შემდეგი საკანონმდებლო აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს კონსტიტუცია;
ბ)
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
გ)
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი;
ვ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);
ზ)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება.
3.
კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Exsel) ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
მუხლი 2.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასანიშნ პირს, თანამდებობის შესაბამისად, დამატებით მოეთხოვება:
1.
აპარატის უფროსს:
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა;
2.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - იურიდიულ საკითხებში:
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსი” ცოდნა.
გ)
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ცოდნა;
3.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა)
“საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
ბ)
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს შრომის კოდექსის” ცოდნა.
4.
აპარატის მთავარ სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)
,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1996 წლის 1 აგვისტოს ბრძანების ცოდნა;
5.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში:
ბ)
“სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ცოდნა;
6.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - საქმისწარმოებისა და საორგანიზაციო საკითხებში:
ა)
„საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცების და მოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების ცოდნა;
7.
აპარატის წამყვან სპეციალისტს - მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)
,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ დებულება“ დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ 1996 წლის 1 აგვისტოს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 29.05.2013.
- როდის იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ მიღებულია 13.03.2013. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.134.016101.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.05.2013-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.05.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“, №2, 13.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016101 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.05.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1869771/