ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2013 წლის 19 მარტი დაბა. ადიგენი |
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის; „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განკვეთების ოდენობა დანართი №1-ს შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეები და განაკვეთების ოდენობა
მუხლი 1. ადგილობრივი მოსაკრებლები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
მუხლი 2. ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები
1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.
2. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – 5 (ხუთი) ლარის ოდენობით;
ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს – 0,50 ლარის ოდენობით თვეში, ხოლო იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის – 10 (ათი) ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
- „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.03.2013. მიმღები ორგანო — ადიგენის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 210020020.35.137.016082.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 03.02.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების სახეებისა და განაკვეთების ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №12, 19.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 210020020.35.137.016082 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1874092/