საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №55 |
|
2013 წლის 15 მარტი ქ. თბილისი |
ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე;
ქეთევან სალუქვაძე -საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
მიხეილ ხმალაძე - სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი;
შალვა ურიადმყოფელი სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი;
ზაზა ავალიანი - სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის სამსახურის უფროსი;
ალექსი ბატიაშვილი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ლევან მაჭავარიანი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ირაკლი ქარსელაძე საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
თეა ლეკვეიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
კახაბერ გვანცელაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;
ქეთევან კორძახია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი;
პაატა გოგოლიძე სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი;
გიორგი ჩიტაძე სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტიზაციის დეპარტამენტის დირექტორი;
ნინო მიქანაძე სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი;
ზაზა ჭელიძე - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი;
შალვა ოგბაიძე -ა(ა)იპ - საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი; სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს კონსულტანტი;
ვაჟა ქარუმიძე - საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი (მოწვეული წევრი);
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
უწყებათაშორისო საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის უწყებათაშორისო სამთავრობო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო გარდამავალი პერიოდის კომპლექსურ გეგმას და ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებას.
2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით.
საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო გარდამავალი პერიოდის კომპლექსური სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებისათვის საჭირო გარდამავალი პერიოდის კომპლექსური სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობა.
საბჭო უფლებამოსილია:
ა) საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია შესაბამისი უწყებებიდან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
გ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
1. საბჭოს სხდომა იმართება პერიოდულად, საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
4. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.