„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№230
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №230

2013 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა" და „ნ" ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 იანვრის №19 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. წესის მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. სამსახურში მიღების წესი 

1. დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული ფუნქციები.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის თანხმობით და დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი.

3. მოქალაქეები სპეციალური წოდებით, დეპარტამენტში დაცვის ობიექტზე სამსახურის შესასრულებლად  შეიძლება მიღებულ იქნენ  შემდეგი ასაკის მიღწევამდე:

ა) უმცროსი სპეციალური წოდებით - 55 წელი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდებით  - 50 წელი;

გ) უფროსი სპეციალური წოდებით:

გ.ა) პოლკოვნიკამდე - 55 წელი;

გ.ბ) პოლკოვნიკი - 60 წელი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდებით - 65 წელი.

4. ასაკობრივი შეზღუდვები, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა დეპარტამენტში სამუშაოდ მიღება ხდება იმ უწყებებიდან, რომელთაც გააჩნიათ სამხედრო ან სპეციალური წოდებები.

5. ასაკობრივი შეზღუდვა იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილ იქნენ შს ორგანოებიდან და იწყებენ დეპარტამენტში სამსახურს დეპარტამენტის მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, განისაზღვრება ამ წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მოთხოვნებით.

6. დეპარტამენტის ცალკეულ დანაყოფებში პირთა მიღება შეიძლება განხორციელდეს სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს მინისტრი.

7. რიგით და უმცროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი განათლება ან სრული ზოგადი განათლება.

8. უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობებზე ინიშნებიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ, როგორც წესი, უმაღლესი განათლება.

9. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც უმცროს, საშუალო, უფროს და უმაღლესი წოდების (რიგითების, უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა) ასევე სამოქალაქო პირისა და დამხმარე მოსამსახურის მიღების შესაძლებლობას, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები (განათლების ცენზები) ვრცელდება სამოქალაქო პირზეც.

10. დეპარტამენტის საშტატო განრიგს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც ითანხმებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დასაცავი ობიექტის საშტატო განრიგისა).

11. სამსახურში მიღება ფორმდება დეპარტამენტის თავმჯდომარის ან მის მიერ საამისოდ  უფლებამოსილი პირის სამართლებრივი აქტით.“

2. წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მინისტრის თანხმობით შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ი-ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების გარეშე პირის მიღება დეპარტამენტში.“

3. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39 1  მუხლი:

,,მუხლი 391. გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის   

1. დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის.

2.  სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა.

3. დეპარტამენტის თანამშრომელი შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

4. ამ მუხლის საფუძველზე დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან.    

5. დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც თვითნებურად (ზედიზედ 5 სამუშაო დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.“

4. წესის 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 69. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო

1. მომუშავე პირებისათვის ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილი ბავშვის შვილების გამო შვებულების მიცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციისას ორსულობის, მშობიარობისა და ახალშობილი ბავშვის შვილების გამო შვებულებაში მყოფი პირი აიყვანება კადრების განკარგულებაში. შვებულებაში ყოფნის პერიოდი არ შედის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი