„საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2013 წლის 28 მარტი დაბა შუახევი |
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს „საპატიო შუახეველის“ წოდება. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს
„საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭების წესი თანახმად დანართისა.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
1.
ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად დაწესებულია „საპატიო შუახეველის“ წოდება. |
2.
„საპატიო შუახეველის“ წოდებას ანიჭებს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს თანხმობით სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე. |
3.
„საპატიო შუახეველის“ წოდება ენიჭებათ: |
ა)
შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის: |
ბ)
ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული მიღწევებისათვის; |
გ)
უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის წინაშე, შუახევის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. |
4.
„საპატიო შუახეველის“ წოდების მქონე მოქალაქეებს ეძლევათ „საპატიო შუახეველის“ წოდების მოწმობა და ატრიბუტიკა. |
5.
„საპატიო შუახეველის“ გვარი შეტანილ იქნება „შუახევის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში; |
6.
„საპატიო შუახეველის“ წოდება ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტული დამსახურებისათვის, დაუშვებელია „საპატიო შუახეველის“ წოდების მინიჭება მხოლოდ ნამსახურევი წლებისა და საიუბილეო თარიღის გამო. |
7.
. „საპატიო შუახეველის“ წოდებას და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი. |
8.
„საპატიო შუახეველის“ წოდების ჩამორთმევა შეუძლია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს თანხმობით საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე „საპატიო შუახეველის“ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.04.2015.
- როდის იქნა მიღებული „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მიღებულია 28.03.2013. მიმღები ორგანო — შუახევის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.135.016067.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.04.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.04.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საპატიო შუახეველის“ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ, №2, 28.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.135.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1875373/