ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №51 |
|
2013 წლის 22 მარტი ქ. თბილისი |
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში” (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები:
„6. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის კონკრეტული რაოდენობის ქვეყნის შიდა მომხმარებლებზე მიწოდების მიზნით რეალიზაციის თაობაზე, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია საცალო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის მიწოდების მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვისას, ფასის კრიტერიუმის გათვალისწინებით უპირატესობა მიანიჭოს ამ მარეგულირებელი ელექტროსადგურის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას. 7. მარეგულირებელი ელექტროსადგურის მფლობელი კვალიფიციური საწარმო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად მიღებული ყოველი გადაწყვეტილების თაობაზე, 5 დღის ვადაში აცნობოს განაწილების ყველა ლიცენზიატს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატსა და სისტემის კომერციულ ოპერატორს. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების დებულებები არ ზღუდავს ამ წესებით და მოქმედი კანონმდებლობით დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებას.“. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.03.2013.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 22.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.22.025.016099.
- სად არის „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.03.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს N77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №51, 22.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016099 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1876036/