საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №2 |
|
2013 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. დეპარტამენტი საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №1-1/1570 ბრძანებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.
ა) სტანდარტიზაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაცია;
ბ) სტანდარტების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის პროექტების შემუშავება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის „ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ” შეთანხმების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კომპეტენციის ფარგლებშის ამუშაოების ორგანიზება და წარმართვა.
2. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სტანდარტების რეესტრის წარმოება, განახლება და საჯაროობის უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების, ინფორმაციის გაცვლის, სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენციების, სემინარების ორგანიზების და მათში მონაწილეობის მიღების მიზნით, მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოს ინფრომაციული უზრუნველყოფა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ან/და რეგიონალურ ორგანიზაციებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა და დაცვის მიზნით;
დ) ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობის დაგეგმვა სტანდარტიზაციის სფეროში;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, მომსახურების გაწევა დაინტერესებული პირებისათვის სტანდარტების სფეროში;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სტანდარტიზაციის სფეროში სპეციალისტთა პროფესიონალური მომზადების სამუშაოების ჩატარება;
ზ) ,,ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ“ შეთანხმების „კეთილსინდისიერი პრაქტიკის კოდექსის“ შესაბამისად საქმიანობის წარმართვა სტანდარტების შემუშავების, მიღებისა და გამოყენების პროცესში;
თ) სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტების შექმნისა და საქმიანობის კოორდინირება;
ი) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
2. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას;
გ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის თაობაზე და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს გენერალურ დირექტორს;
ე) წარუდგენს სააგენტოს გენერალურ დირექტორს დეპარტამენტის თანამშრომლების კანდიდატურებს;
ვ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს დეპარტმანეტის სამსახურის ერთ-ერთი უფროსი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით.
ა) სტანდარტების სამსახური;
ბ) ეროვნული საინფორმაციო ცენტრი (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ინფორმაციის გაცვლის ცენტრი);
გ) სტანდარტების რეესტრების წარმოების სამსახური.
2. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს გენერალური დირექტორი.
3. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის დირექტორისა და სააგენტოს გენერალური დირექტორის წინაშე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 04.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010240040.45.050.016002.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 12.02.2026-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №2, 04.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016002 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1878811/