წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.

მიღების თარიღი 28.03.2013
ძალის დაკარგვა 07.03.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016117
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 305 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2013 მიღება
07.03.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №10 2013 წლის  28 მარტი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 19​5 მუხლის,  „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების მე-5 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე  მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქებში   (ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი)  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე - 0,888  ლარი; ბ) სხვ ა  უძრავ ნივთზე-ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  –10%; მუხლი 2🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში    განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე–0,444 ლარი; ბ) სხვ ა  უძრავ ნივთზე-ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  - 10%; მუხლი 3🔗 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჯგალის თემის სქურის უბანში   განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე–0,71 ლარი; ბ) სხვ ა  უძრავ ნივთზე–ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების-10%; მუხლი 4🔗  მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%–ით,  ამასთან, შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა. მუხლი 5🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს   ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის  განსაზღვრის შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის  26 თებერვლის  №7 დადგენილება. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია