წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016155
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2014 წლის 26 თებერვალი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი  პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის  ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 195  მუხლის,  „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო  საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 10 დეკემბრის №328 დადგენილების  და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე  მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქებში   (ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი)  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე – 0,888  ლარი;
ბ) სხვა  უძრავ ნივთზე – ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  – 10%.
მუხლი 2
 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში    განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე – 0,444 ლარი;
ბ) სხვა  უძრავ ნივთზე – ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  – 10%.
მუხლი 3
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  (გარდა მოძრავი ნივთებისა)  სასყიდლიან  სარგებლობაში  გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  ჯგალის თემის სქურის უბანში   განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ   მიწაზე – 0,71 ლარი;
ბ) სხვა  უძრავ ნივთზე – ნივთის  ნარჩენი  საბალანსო  ღირებულების  – 10%.
მუხლი 4
მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%-ით,  ამასთან, შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების  სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის  განსაზღვრის შესახებ“  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2013 წლის 28 მარტის  №10 დადგენილება (სსმ, 05/04/2013, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.104.016117).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.02.2014.
როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 26.02.2014. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.104.016155.
რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №9, 26.02.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016155 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2263389/