ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2013 ბოლო ცვლილება 30.04.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.165.016076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (11 მუხლი)
 

                                                                                                   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №3

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. საგარეჯო

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილისა და   204-ე მუხლის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის    შესაბამისად,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შემოღებულ იქნეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად. (დანართი თან ახლავს)
მუხლი 2
 

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 მარტის №10 დადგენილება.

მუხლი 3
 

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი



 

დანართი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები


მუხლი 1
 

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

1. 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; 
2. 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; 

3. 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

4. იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.
მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელ პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი.

მუხლი 3
 

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

1. 40000 ლარიდან 100000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.1 პროცენტი.
2. 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9 პროცენტი.

მუხლი 4
 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

1. სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისთვის) – 19 ლარს.
2. საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისთვის) -16 ლარს

 

3. სახნავი და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე

 -79ლარს ;

4. ტყის მიწებისათვის , რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:
ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული)  – 19 ლარს ;
ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) –  16 ლარს ;
გ) სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბარე, საბოსტნე) –  79ლარს.

მუხლი 5
 

ამ დადგენილების მიზნებისთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს:

1. ქ. საგარეჯოში – 0,4.

2. სოფლებში: გომბორი, უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნინოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი,  ბადიაური, იორმუღანლო, ლამბალო, დუზაგრამა, თულარი, ბოგდანოვკა  – 0,3.

3. სხვა სოფლებსა და მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,2.

მუხლი 6
 

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი (ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს ამ დადგენილების მე-5 მუხლში მითითებული ტერიტორიული კოეფიციენტების გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე – 0,24 ლარი) წელიწადში შეადგენს:

1. ქ. საგარეჯოში – 0,096 ლარს;

2. სოფლებში: გომბორი, სასადილო, უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, წყაროსთავი, ნონოწმინდა, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი, ვერხვიანი,  ბადიაური, იორმუღანლო, ლამბალო, დუზაგრამა, თულარი, ბოგდანოვკა – 0,072.

3. სხვა სოფლებსა და მუნიციპალიტეტის დანარჩენ ტერიტორიაზე – 0,048 ლარს.

მუხლი 7
 

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია  3 ლარი.

მუხლი 8
 

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2013.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 22.02.2013. მიმღები ორგანო — საგარეჯოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.165.016076.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.04.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №3, 22.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.165.016076 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1853588/