სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.03.2012 ბოლო ცვლილება 31.05.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.168.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილებ ა № 11

2012 წლის 13 მარტი

ქ. სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, 202-ე და 204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტის ა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30იანვრის №5 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების) გადასახადების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

3.ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარე   ზ. ზედელაშვილი

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი.ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევ ებ ში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;

ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე-2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე-1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე,რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს -3-ჯერ.

    მუხლი 2

1.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის,გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

2. სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგის მთელი პეროდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

ა)სათიბ ებისათვის (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისათვის) –20 ლარს;

ბ) საძოვრებ ისათვის (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარს;

გ) სახნავი სათვის (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 86 ლარს;

დ) ტყის მიწებზე, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით:

დ.ა) სათიბებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარს;

დ.ბ) საძოვრებისათვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარს;

დ.გ) სახნავებისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოზე – 40 ლარს.

    მუხლი 5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს:

ა) ქ.სიღნაღის და ქ.წნორის ტერიტორაზე 0.28 ;

ბ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,გარდა მე-5 მუხლის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა– 0.14 .

 

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი (ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ.სიღნაღი და ქ. წნორი

0,24

0.28

0,067

2.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე(გარდა ქ.წნორი და ქ.სიღნაღი)

0.24

0.14

0.033

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  მუხლი 6

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი(ერთ კვ.მეტრზე განისაზღვროს ტერიტორიული კოეფიციენტის გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე 0,24და წელიწადში შეადგენს;

1.ქ.სიღნაღი და ქ. წნორი–0.067 ლარი .

2.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა ქ.სიღნარისა და ქ.წნორისა–0,033 ლარი.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.05.2016.
როდის იქნა მიღებული „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 13.03.2012. მიმღები ორგანო — სიღნაღის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 200230000.35.168.016055.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.05.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.05.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №11, 13.03.2012, სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.168.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1610260/