სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2012 ძალადაკარგული 13.03.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.168.016049
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2012 წლი ს30 იანვარი

ქ.სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი(ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7, 202-ე და 204-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის„ბ“ ქვეპუნქტის ა და „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადგენილების შესაბამისად სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შემოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე №1 დანართის შესაბამისად.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 31 მარტის №9 დადგენილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი(ქონების) გადასახადების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.

3.ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე ზ.ზედელაშვილი

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი.ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება,რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე 3-ჯერ;

ბ ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე–2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე–1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე,რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს –3-ჯერ.

    მუხლი 2

1.საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის,გარდა აბმ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.

2. სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგის მთელი პეროდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტი.

    მუხლი 3

 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე შეადგენს:

ა)სათიბებზე (მათ შორის, გაკულტურებული სათიბებისათვის) –20 ლარს;

ბ) საძოვრებზე (მათ შორის, გაკულტურებული საძოვრებისათვის) – 16 ლარს;

გ) სახნავი (კარგი და მწირი ხარისხის) და სხვა კატეგორიის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებზე – 86 ლარს.

     მუხლი 5

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ტერიტორიული კოეფიციენტი შეადგენს;

ა) ქ.სიღნაღის და ქ.წნორის ტერიტორაზე 0.28;

ბ)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,გარდა მე-5 მუხლის „ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა–0.14.

 

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქ.სიღნაღი და ქ. წნორი

0,24

0.28

0,067

2.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე(გარდა ქ.წნორი და ქ.სიღნაღი)

0.24

0.14

0.033

 

მუხლი6

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი(ერთ კვ.მეტრზე განისაზღვროს ტერიტორიული კოეფიციენტის გამრავლებით საბაზისო განაკვეთზე 0,24.და წელიწადში შეადგენს;

1.ქ.სიღნაღი და ქ. წნორი–0.067 ლარი

2.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარდა ქ.სიღნარისა და ქ.წნორისა–0,33 ლარი.

    მუხლი 7

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.