წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 |
|
2013 წლის 28 მარტი ქ. წალენჯიხა |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ „საქართველოს კანონის 195 მუხლის, „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების მე-5 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქებში (ქ. წალენჯიხა, ქ. ჯვარი) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ მიწაზე - 0,888 ლარი;
ბ)
სხვ ა უძრავ ნივთზე-ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების –10%;
მუხლი 2
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თემებში და სოფელში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ მიწაზე–0,444 ლარი;
ბ)
სხვ ა უძრავ ნივთზე-ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების - 10%;
მუხლი 3
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის სქურის უბანში განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1 კვმ მიწაზე–0,71 ლარი;
ბ)
სხვ ა უძრავ ნივთზე–ნივთის ნარჩენი საბალანსო ღირებულების-10%;
მუხლი 4
მოძრავი ქონების სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასის ან/და დამოუკიდებელი აუდიტორის (შემფასებელი ექსპერტი) სათანადო დასკვნის საფუძველზე ღირებულების 5%–ით, ამასთან, შენობა-ნაგებობების საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული იმ მიწის ნორმატიული ფასიც, რომელზეც დგას შესაბამისი შენობა-ნაგებობა.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №7 დადგენილება.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.02.2014.
- როდის იქნა მიღებული „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“?
- „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“ მიღებულია 28.03.2013. მიმღები ორგანო — წალენჯიხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №10. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.104.016117.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.02.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.02.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ.“, №10, 28.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016117 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.02.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1881716/