📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2013
ძალის დაკარგვა 14.08.2014
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.158.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 371 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2013 მიღება
14.08.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 ქ. ბოლნისში
2 დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში
3 სოფლები და დასახლებათა შორის არეალში
4 საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)
5 ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)
6 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
ტერიტორია
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ერაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №12 2013 წლის 29 მარტი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 200-206-ე მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს: ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ; ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ; გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ; დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ. მუხლი 2🔗 საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი. მუხლი 3🔗 ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია: ა) 40 000 -დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი. მუხლი 4🔗 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია: № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)  100 2 საკარმიდამო 100 3 სათიბი (მათ შორის, ბუნებრივი და გაკულტურებული)  20 4 საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული)  16 5 ტყის მიწაზე (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული)  40 6 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები  3 მუხლი 5🔗 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიმიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია: № ტერიტორია საბაზისო განაკვეთი (ლარი) ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი (ლარი) 1 ქ. ბოლნისში 0.24 0.38 0.0912 2 დაბაში და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილი გზების 50 მეტრის რადიუში 0.24 0.19 0.0456 3 სოფლები და დასახლებათა შორის არეალში 0.24 0.114 0.0274 მუხლი 6🔗 ქონების გადასახადის გათავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი. მუხლი 7🔗 1.ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის №12 დადგენილება (ვებგვერდი, 12/03/2012 სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.158.016076). 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემალხაზ ერაძე