ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს დადგენილება №06 |
|
2013 წლის 29 მარტი დ. ლენტეხი |
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულება
2. ეს დებულება ვრცელდება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებზე, კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:
ა) პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების თაობაზე გადაწყვეტილების წარდგენა.
2.კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
5. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება.
6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მონაწილეობდნენ მოწვეული სპეციასლიტები, რომლებიც ინიშნებიან მათი თანხმობით.
2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განკარგულებით განსაზღვრავს საკრებულო.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან: კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის მოწვეულები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის ან/და ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში.
4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა.
7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე კომისიის წევრები.
8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
9. კონკურსის შემთხვევაში პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. ატესტაციის შემთხვევაში მოხელეს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს ატესტაციის შედეგების გამოცხადებიდან/ საატესტაციო ფურცლის გაცნობიდან არაუგვიანეს 2 (ორი) კალენდარული დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი გამოვლენილი ხარვეზის შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით.
2. აპარატი უზრუნველყოფს:
ა) კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებით გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას;
ბ) კანდიდატთა განცხადებების მიღებას;
გ) კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმებას კონკრეტული ვაკანტური თანამდებობებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, შესაბამისობის შემთხვევაში მის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო ბარათის გაცემას;
დ) დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას;
ე) კანდიდატთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას;
ვ) ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.
3. აპარატის უფროსი პასუხისმგებელია აპარატის საქმიანობისათვის კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
4. კონკურსის ან/და ატესტაციის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ აპარატი წყვეტს საქმიანობას.
2. კონკურსის ამოცანებია;
ა) კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება;
ბ) კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა.
1. ობიექტურობა – კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამოირიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
2. გამჭვირვალობა – გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი ყველა პრედენდენტისთვის;
3. არადისკრიმინაციულობა – კონკურსის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური, და სოციალური კუთვნილებისა;
4. საჯაროობა – კონკურსის პროცედურასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო – საატესტაციო კომისიის ოქმები და კონკურსის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
5. კოლეგიურობა – კონკურსის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო – საატესტაციო კომისიის მიერ;
6. კორექტულობა – კონკურსის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს მიერ, მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა შეიძლება აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.
3. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 14-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი.
4. კონკურსის გამოცხადების ხარჯებს ანაზღაურებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანო.
5. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც:
ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებებს;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს;
გ) შესასრულებელ სამუშაოს;
დ)თანამდებობრივი სარგოს ოდენობას;
ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტის წარდგენის ვადას;
ვ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართს.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის გამოცხადების დღიდან არა უადრეს 10 დღისა.
7. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, რომელიც, ფლობს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს.
8. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
2. კანდიდატმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) ავტობიოგრაფია /cv;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად);
დ) შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3 X4);
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დედნები, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ დაუბრუნდება კანდიდატს.
2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
ა) წერითი დავალება;
ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება;
გ) გასაუბრება.
3. კონკურსის პროგრამას, ფორმებს, პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს საკონკურსო-საატეცტაციო კომისია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის მქონე პირის აზრს.
2. კონკურსის შედეგების მიხედვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
3. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშვნელ პირს-კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
4. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანმდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად.
1. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
2. მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქიანობის შეფასება;
3. საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
4. მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა;
5. მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
6. მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
7. მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
1. მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან;
2. მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურეობრივი საქიანობის შეფასება;
3. საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;
4. მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივის განსაზღვრა;
5. მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა;
6. მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება;
7. მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა.
1. ობიექტურობა – ატესტაციის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხოს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა;
2. გამჭვირვალობა – ატესტაციისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს ნათლად ფორმულირებული, გასაგები და ცნობილი ყველა მოხელისათვის;
3. არადისკრიმინაციულობა – ატესტაციის პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს მოქალაქეთა თანასწორობას განურჩევლად რასისა, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, საზოგადოებაში მათი მდგომარეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა;
4. საჯაროობა – ატესტაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმები და ატესტაციის შედეგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის;
5. კოლეგიურობა – ატესტაციის ეტაპები უნდა ჩატარდეს და შედეგები უნდა დამტკიცდეს საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ;
6. კორექტულობა – ატესტაციის ჩატარების ფორმები და მეთოდები, დასმული შეკითხვები უნდა იყოს კორექტული, საკონკურსო-საატესტაციო კომისია უნდა იყოს კეთილგანწყობილი და არ ახდენდეს მოხელეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიასა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის აპარატები და საკონკურსო-სააატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი (საკრებულოს თავმჯდომარე).
3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში წარადგენს სააპლიკაციო ფორმის თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი №-2). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს შესაბამის (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე.
3. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას.
4. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს შესაბამისი (საკრებულოს ან გამგეობის) აპარატი.
5. ატესტაცია შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი ფორმით: სხვადასხვა სახის ტესტირება, წერითი დავალება ან/და გასაუბრება.
6. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელთან (საკრებულოს თავმჯდომარესთან) შეთანხმებით.
7. გასაუბრების პროცესში, დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
8. ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს.
9. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ დებულების 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას.
2. საჭიროების შემთხვევაში, კომისია ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს.
3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა:
ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.
დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.(საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);
4. საჭიროების შემთხვევაში, კომისია იღებს გადაწყვეტილებას და ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარეს) წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ.
2. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ ცალად და დახასიათებებთან ერთად ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს (დანართი №-3) ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. მოხელე საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს მისი შევსებიდან 2 დღეში.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხემძღვანელს (საკრებულოს თავმჯდომარეს) მოახსენებს ატესტაციის პროცესის დასრულებიდან ერთ კვირაში.
5. საკრებულოს თავმჯდომარე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მოხელისთვის სპეციალური წოდების ან/და საკლასო ჩინის მინიჭების ან ჩამორთმევის, მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურების ან დაქვეითების შესახებ.
დანართი №-2
სააპლიკაციო ფორმა
ფოტოსურათი
ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს, თანახმა ვარ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია. შევსების თარიღი ---------------- პირადი ხელმოწერა ------------- | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №-3
საატესტაციო ფურცელი
მოხელის სახელი, გვარი --------------------------------------------------------
დაბადების თარიღი და ადგილი ---------------------------------------------------------------------
დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი
თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება
განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა)
სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება
შრომის საერთო სტაჟი (მათ შორის, საჯარო სამსახურში)
საკონკურსო საატესტაციო ხელმოწერა -----------------------------------------------
თარიღი ---------------------------------------------------
კომისიის დასკვნა
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია
შენიშვნა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------------------------------
კომისიის წევრები -------------------------------------------------------------------
თარიღი -------------------------------------------------------------------------------