"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.165.016084
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                                   

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2013 წლის 29 მარტი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თანახმად ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლისა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება კერძოდ: დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლს დაემატოს პუნქტი 8 შემდეგი რედაქციით:

„8. განსაკუთრებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურების დასკვნის გათვალისწინებით შესაძლებელია დაფინანსების ზღვრული ოდენობის დადგენა“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი