საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2013 წლის 22 თებერვალი ქ. საგარეჯო |
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ქ” და ,,ღ” ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი” (დანართი №1; დანართი №2).
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.”
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 350800 (სამას ორმოცდაათი ათას რვა ასი) ლარს.
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება:
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2013 წლის დეკემბერში საგარეჯოს მუნიციპალიტეტი არასამთავრობო სექტორთან ერთად ჩაატარებს პროგრამის შეფასებას.
შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელი იქნება შემდეგი კრიტერიუმები:
დანართი №2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამის ბიუჯეტი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარეილია ჭიაურელი
დანართი №1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამა მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება1.
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 57 000-დან 100000-მდე;2.
ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობის ხარჯებისა);3.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;4.
უდედმამო ბავშვები;5.
უპატრონო მიცვალებულები;6.
დიდი სამამულო ომის ვეტერანები;7.
აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება.1.
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის – 100 ლარი (ერთჯერადად);2.
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობისა) ღირებულების 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.3.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი სააღდგომო კალათი – 50 ლარი, საახალწლო კალათი – 50 ლარი;4.
უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად;5.
უპატრონო მიცვალებულები– 300 ლარი;6.
დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის– 100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი;7.
უფასო კვების ობიექტები– 181000 (ას ოთხმოცდაერთი ათასი) ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).1.
პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი, რომლის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.2.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.3.
სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.4.
სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.5.
სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.6.
არასრულწოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.7.
პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.1.
საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;2.
უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.1.
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;2.
მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.1.
სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;2.
სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;3.
დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.№
პროგრამის დასახელება ბენეფიციართა სავარაუდორა
ოდენობა სოციალური დახმარებისმოცულობა ერთ პირზე/ ოჯახზე
სულ
1
2
3
4
5
1
ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები100
60 0002
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება ღირებულების 50%-ით500
81 4003
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე)38
საახალწლოდ 50 სააღდგომოდ 50 სულ 100 სულ 38004
უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ასაკის)6
50
36005
ა)სამამულო ომის ვეტერანების სადღესასწაულო დახმარება39
9 მაისისთვის 100 3900 ბ) სამამულო ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯები გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის დახმარება 250 41006
ოჯახები, რომელთაც სტიქიური უბედურების (ხანძარი, ქარიშხალი, წყალდიდობა და ა.შ) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი ფართობის 50% ან მეტი1
150
18007
უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი300
12008
ხანდაზმულთა ოფისის დაფინანსება 100009
აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის” უფასო სასადილოს დაფინანსება 181 000