„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 |
|
2013 წლის 3 დეკემბერი ქ. საგარეჯო |
|
2. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობის ხარჯებისა);
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
4. უდედმამო ბავშვები;
5. უპატრონო მიცვალებულები;
6. დიდი სამამულო ომის ვეტერანები;
7. აიპ ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის’’ უფასო სასადილოების დაფინანსება.
8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის დაბადების დღის საჩუქარი.
9 განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამოყოფილი იქნეს სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
2. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება (2013 წლის 1 ივნისიდან, გარდა მშობიარობისა) ღირებულების 50%, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე) – 100 ლარი სააღდგომო კალათა – 50 ლარი, საახალწლო კალათა – 50 ლარი;
4. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე) – 50 ლარი ყოველთვიურად;
5. უპატრონო მიცვალებულები– 300 ლარი;
6. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისათვის–100 ლარი; სარიტუალო ხარჯისათვის – 250 ლარი;
7. უფასო კვების ობიექტები– 167820 (ას სამოცდაშვიდი ათას რვაას ოცი) ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).
8. 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის დაბადების დღის საჩუქარი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
2. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად.
3. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი.
4. სოციალურად დაუცველი პირი ან ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით.
5. სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების (თანადაფინანსების), მოქალაქეთა ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი. დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მომსახურე ბანკში წარმოდგენილი სიის საფუძველზე ან მოქალაქის მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
6. არასრულწოვანი პირის შემთხვევაში თანხა ჩაირიცხება ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან/და კანონიერ წარმომადგენელზე.
7. პირმა დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა.
1. საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა;
2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები;
2. მუნიციპალიტეტის რწმუნებულები.
1. სოციალური დახმარების სხვადასხვა ფორმით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით;
2. სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;
3. დახმარების მიღების პროცესის სიმარტივე და ვადები.
|