საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.04.2013 ძალადაკარგული 27.12.2016
ნომერი
№1-1/69
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.024.016261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/69

2013 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “რ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული “საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მუხლი 1.  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება  ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის  სფეროში;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება, მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 2. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო
1. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; 
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
2. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი  გამოცდილება;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.
3. ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
გ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.

მუხლი 3. თანამედროვე ინტერნეტმედიასაშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველო
1. თანამედროვე ინტერნეტმედიასაშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება; 
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა;
ე) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
2. თანამედროვე ინტერნეტმედიასაშუალებებში სამინისტროს ინტეგრაციისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი  განათლება;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა (თავი III, 37-40 მუხლები) და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა;
გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.