1. კომისიის მიზანია:

ა) კომისიის საქმიანობის მიზანია დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან კონკურსანტის ან დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან მოხელის შესაბამისობის შეფასება.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა;

ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის (ატესტანტის) შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა