განჩინება შპს ”ATG”-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2013 წლი ს 18 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „ATG” (ს/კ 400019877)
წარმომადგენელი: თეიმურაზ მდივანი
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 26 თებერვალს განცხადებით მიმართა შპს „ATG”-მ (ს/კ 400019877) და ითხოვა შპს „ATG”-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება. 2013 წლის 4 მარტის განჩინებით განმცხადებელს მიეთითა განცხადებისათვის დამახასიათებელ ხარვეზთა თაობაზე და მათი აღმოფხვრის მიზნით მოვალეს მიეცა ვადა. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება განმცხადებელს ჩა ჰ ბარდა 2013 წლის 9 მარტს.
2013 წლის 11 მარტს, განჩინებით დადგენილ ვადაში, სასამართლოს ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა შპს „ATG”-ს წარმომადგენელმა თეიმურაზ მდივანმა და წარმოადგინა კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი რწმუნებულება.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ATG”-ს განცხადება არ უნდა იქნეს მიღებული სასამართლო წარმოებაში შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ
განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. ი მა
ვე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პ უ
ნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის ი ნ
ფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „ATG”-მ უქონლობის სამტკიცებლად სასამართლოს წარუდგინა სს „საქართველოს ბანკის“ცენტრალური ფილიალის მიერ 2013 წლის 24 იანვარს გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ შპს „ATG”-ს (ს/კ 4000119877) ანგარიშებზე ფიქსირდება შემდეგი ნაშთები: GE56BG0000000277335800GEL - 51.12 (ორმოცდათერთმეტი მთელი თორმეტი მეასედი) ლარი; GE56BG0000000277335800USD-ნული აშშ დოლარი; GE56BG0000000277335800EUR – ნული ევრო; GE56BG0000000277335800GPB – ნული ფუნტი; GE56BG0000000622577000GEL – 1.16 (ერთი მთელი – თექვსმეტი მეასედი) ლარი; GE56BG0000000622577000USD – 5.69 (ხუთი მთელი – სამოცდაცხრა მეასედი) აშშ დოლარი; GE56BG0000000622577000EUR – 0,49 (ნული მთელი ორმოცდაცხრა მეასედი) ევრო. ასევე, წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2013 წლის 1 თებერვალს გაცემული ცნობა მასზედ, რომ შპს „ATG”-ს სახელზე არაა რეგისტრირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 31 იანვრის ცნობა, რომ საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით შპს „ATG”-ს სახელზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. ამ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლოს უჩნდება რწმენა, რომ შპს „ATG” უქონელია, რაც გამორიცხავს მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში არა თუ ასეთი წარმოების მიზნის მიღწევას, არამედ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, განცხადება არ მიიღება სასამართლო წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ATG”-ს (ს/კ 400019877) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ATG”-ს მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ATG” გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოვალე შპს „ATG”-ს რეგისტრაციის გაუქმებას. (განცხადებაში მითითებული კრედიტორის – „BV FLIR Commercial Systems ”-ის მიმართ მითითებული ვადა აითვლება განჩინების ჩაბარების დღიდან).
3. შპს „ATG”-ს (ს/კ 400019877)-ს დაევალოს „BV FLIR Commercial Systems ”-ისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარმოდგენა.
4. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არა უგვიანეს 2013 წლის 21 მარტისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს ”ATG”-მ.
5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების ასლის განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ ი მა ვე წესით კრედიტორებმაც განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე