სს „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“აქციონერთა საყურადღებოდ!

 

ორი ათას ცამეტი წლის ხუთ აპრილს „ბენქ ოფ ჯორჯია ჰოლდინგზ პლს“–ის (Bank of Georgia Holdings Plc) (2011 წლის 14 ოქტომბერს ინგლისსა და უელსში დაფუძნებული და რეგისტრირებული კომპანიის, რეგისტრაციის ნომრით 7811410) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი დირექტორის ბ-ნ ირაკლი გილაურის სახით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების, და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვე-პუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.

 

დღის წესრიგი:

1.      ბანკის 2012 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

2.      დირექტორატის ანგარიში ბანკის 2012 წლის საქმიანობის შესახებ;

3.      ბ-ნ დევიდ მორისონის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ;

4.      ბ-ნ იან ჰეიგის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ;

5.      მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;

6.      დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;

7.      დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ.

 

 

დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :

 

1 საკითხი - ბანკის 2012 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ :

 

1.      დამტკიცდეს აუდიტორული კომპანია ერნსტ ენდ იანგის (Ernst & Young) მიერ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა და ბანკის 2012 წლის წლიური ფინანსური ანგარიში.

 

 

2 საკითხი - დირექტორატის ანგარიში ბანკის 2012 წლის საქმიანობის შესახებ:

 

1.      დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში ბანკის 2012 წლის საქმიანობის შესახებ.

 

3 საკითხი - ბ-ნ დევიდ მორისონის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ:

 

1.      ბ-ნ დევიდ მორისონს გაუგრძელდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ვადა მომდევნო 4 წლით.

 

4 საკითხი - ბ-ნ იან ჰეიგის სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ:

 

1.      ბ-ნ იან ჰეიგს გაუგრძელდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის ვადა მომდევნო 4 წლით.

 

5 საკითხი - მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ:

 

1.      დამტკიცდეს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ერთობლივი წინადადება სს „საქართველოს ბანკის“ 2012 წლის მოგებიდან დივიდენდის განაწილების შესახებ და სს „საქართველოს ბანკის“ თითოეულ ჩვეულებრივ აქციაზე განაწილდეს დივიდენდი 1.50 ლარის (ერთი ლარი და 50 თეთრი) ოდენობით.

 

6 საკითხი - დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ:

 

1.      დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 19 აპრილი (18.00 საათის მდგომარეობით).

 

7 საკითხი - დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ:

 

1.      დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 7 მაისი.