გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.04.2013 ძალადაკარგული 30.04.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.166.016107
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                                  

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2013 წლის 5 აპრილი

ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) მე-16 მუხლის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად საჭირო უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ლიმიტი თვეში 200 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
საკრებულოს დროებითი სამუშოა ჯგუფის ხელმძღვანელისთვის, თუ იგი არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, საკრებულოს მიერ დაკისრებული კონკრეტული სამუშაოს შესრულებისთვის განესაზღვროს ხარჯების ანაზღაურება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის თვიური სახელფასო სარგოს ოდენობით.
მუხლი 3
დაევალოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს, განახორციელოს ზემოაღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისთვის სათანადო აღრიცხვის წარმოება.

 

მუხლი 4
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიალექსანდრე სირბილაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.04.2013.
როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ მიღებულია 05.04.2013. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.166.016107.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.04.2013-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებსთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“, №18, 05.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016107 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1894388/