📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.04.2013
ძალის დაკარგვა 15.09.2014
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 120170050.35.103.016087
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 961 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.04.2013 მიღება
15.09.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ხორგუანი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №21 2013 წლის 11 აპრილი დაბა მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  ,,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის  დებულება“, დანართი №1-ის შესაბამისადю მუხლი 2🔗  ძალადაკარგულად გამოცხადდეს მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №-26 დადგენილება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ (www.matsne.gov.ge. 29.12.2010წ., სარეგისტრაციო კოდი: 120170050.35.103.016009). მუხლი 3🔗  დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ხორგუანი დანართი №1 მუნიციპალიტეტის გამგეობის  სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება 1. მესტიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის, ,,სამხედრო სამსახურის შესახებ’’, სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და ,,მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას. 2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის, სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და ,,მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულებებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე. 3 .სამსახური ანგარიშვალდებულია  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  წინაშე. 4. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. 5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. 6. სამსახური განთავსებულია მისამართზე: დაბა მესტია, თამარ მეფის ქ. №14. მუხლი 2🔗.  სამსახურის ძირითადი ამოცანები: 1.  სამსახურის ძირითადი ამოცანებია:  ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;  ბ)  უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;  გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება;  დ)  სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა და  სერჟანტთა) აღრიცხვის ორგანიზება; ე)  აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა; ვ)    რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება; ზ)  განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:   ა)  ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;  ბ)  17 წლის ასაკიდან ჭაბუკთა სამხედრო აღრიცხვა;  გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი; დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; ე)    სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა; ვ)   სასწავლო დაწესებულებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება; თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებთან, რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურში მობილიზაციის დროს ; ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; კ)  მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა და შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა; ლ)  სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა, ან იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სახედრო სამსახურში გაწვევის წესებს.    3. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები:    ა) ,,სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურებში გაწვევა;   ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;  გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; დ) განახორციელოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი;  ე) სამსახურის უფროსი გამგებელთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;   ვ) სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, დადოს ხელშეკრულებები სამსახურის სახელით მცირეფასიანი საგნების შეძენასა და მძღოლთან მომსახურებაზე; ზ) სამსახურის უფროსს უფლება აქვს, გაუფორმოს მივლინება თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად; თ)  სამივლინებო დღეებად ჩაითვალოს აგრეთვე შაბათი-კვირა. მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა  1. სამსახურს ხელმძღვანელობს  სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე  ნიშნავს  და თანამდებობიდან  ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის  გამგებელი.  2. სამსახურის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის ამ დებულებით, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, ამტკიცებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  3. საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფუნქციონალურად შესრულებას ანაწილებს სამსახურის უფროსი.  4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებებლია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის: ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი აღრიცხვის სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამსახურის შესრულების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოსაცემად; გ) მონაწილეებს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე დადგენილების პროექტების მომზადებაში; დ)   ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწევას; დადგენილი ფორმით ანგარიშებისა და მოხსენების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოში; სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას; გაძლიერებული აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო ბაზის სრულყოფას; სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტა-შემოწმებას; ე)   დადგენილი წესით, წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხასა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა თაობაზე; ვ) სამსახური მესტიის მუნიციპოალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, გასცემს ტექ.რეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად; ზ)  უფლებამოსილია, თავის კომპეტენციის ფარგლებში, შეუფერხებლად გამოთხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.  5.  საჯარო მოსამსახურეები მოვალენი არიან: ა)  აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებით, რომლებიც განსაზღვრულია დავალებით; ბ)  დროულად და ხარისხიანად შეადგინონ  დადგენილი ფორმით ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად; გ)  მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები; დ)  შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით; ე) გასაწვევი  პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში ღონისძიების განსახორციელებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით; სამსახურის საქმიანობას, კოორდინაციასა და კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულება  სამსახურის დებულებას, გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი დადგენილის წესით და დებულებაში ცვლილებები და დამატებები, კანონმდებლობის შესაბამისად, შეაქვს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.