„მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.12.2010 ძალადაკარგული 11.04.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
120170050.35.103.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 70, 29/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2010 წლის 17 დეკ ემბერი

დ. მესტია

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად , მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

1. დამტკიცდეს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის  სამსახურის   დებულება წარმოდგენილი რედაქციით  /თან ერთვის/ .

2. დადგენილება გამოქვეყნდეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით .

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                              გ. გვარლიანი                   

 

მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

1. მესტიის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვისა და მობილიზაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის „სამხედრო სამსახურის შესახებ’’, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას.

2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველო „ორგანული კანონის “, სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახე“„სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ და „მობილიზაციის შესახებ’’ საქართველოს კანონების , მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულებების დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე.

3. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

4. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

5. სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

6. სამსახური განთავსებულია მისამართზე : დ. მესტია , თამარ მეფის ქ. №14.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისთვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება ;

ბ) უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა;

გ) გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნა შესრულება;

დ) სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალტა და სერჟანტთა) აღრიცხვის ორგანიზება;

ე) აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;

ვ) რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;

ზ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობანი.

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

ბ) 17წლის ასაკიდან ჭაბუკთა სამხედრო აღრიცხვა;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი სამხედრო მომზადების მიმდინარეობის კონტროლი;

დ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებლად სამუშაოთა შესრულება;

ე) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა;

ვ) სასწავლო დაწესებულებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

ზ) ხალხისა და სატრანსპორტო რესურსების მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;

თ) თეორიული მეცადინეობის მოწყობა გაძლიერების აპარატთან და თანამშრომლებ თ ან რომლებიც მიმაგრებული არიან სამხედრო სამსახურში მობილიზაციის დროს;

ი) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათ თ ან მუშაობის ორგანიზება;

კ) მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა , შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა;

ლ) სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ , რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სახედრო სამსახურში გაწვევის წესებს.

3. სამსახურის ძირითადი უფლებები და მოვალეობები :

ა) „სამხედრო ვალდებულების და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურებში გაწვევა’’.

ბ) სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე წესების დარღვევის ფაქტებზე სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;

გ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამართოს თ ათბირები და განახორციელოს სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;

დ) განახორციელოს კანონმდებლობითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება და მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სამსახურის ამ დებულებით, რომელსაც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდინებით ამტკიცებს მესტიის საკრებულო.

3. საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ფუნქციონალურად შესრულებას ანაწილებს სამსახურის უფროსი.

4.  სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებისათვის;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხესენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის სამხედრო სამსახურის გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ შესაბამისი ბრძანების გამოსაცემად;

გ) მონაწილეობს მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე დადგენილების პროექტების მომზადებაში;

დ) ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს: სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას; დადგენილი ფორმით ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში; სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას; გაძლირებული აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას; სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტა -შემოწმებას;

ე) დაგენილი წესით წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხას ა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა თაობაზე;

ვ) სამსახურის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით გასცემს ტექრეკომენდაციებს, მითითებებს სახელმწიფო და ა დგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა შესასრულებლად;

ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს  და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდნ და ორგანიზაციებიდა მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად;

5. საჯარო მოსამსახურეები მოვალენი არიან:

ა) აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა-გაწვევა და ტექნიკის მიწოდება შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებით , რომელიც განსაზღვრულია დავალებით ;

ბ) დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილ ი ფორმით ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად.

გ) მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები;

დ) შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურ ე ბრივი საკითხებთან დაკავშირებით; 

გასაწვევი პუნქტის ნორმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად პირველადი სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამს ა ხურში ღონისძიება განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა სამსახურს, მისი განცხადების საფუძველზე უზრუნველყოფს სამედიცინო და ტექნიკური პერსონალით.

სამსახურის საქმიანობას კოორდინაციას და კონტროლს უწევს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    მუხლი 4. დასკვნითი დებულება

სამსახურის დებულებას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის დადგენილების წესით.

დებულებაში ცვლილებები და დამატებები კანონმდებლობის შესაბამისად შეაქვს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.