„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№524-IIს
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.016973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/04/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

       1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“  ქვეპუნქტი:

   „ე1) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე;“.

       2. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „ა) გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის გამვლელთათვის – 12 თვე;“.

       3.  კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 466 მუხლი:

       „მუხლი 466. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 12-თვიანი ვადით

    ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებული გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის 12-თვიანი ვადა გავრცელდეს აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში 15-თვიანი ვადით გაწვეულ იქნენ 2012 წლის 7 მარტის შემდეგ.“.

       მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 აპრილი 2013 წ.

N524-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.04.2013.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.04.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №524-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 120260020.05.001.016973.
რამდენი მუხლისგან შედგება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №524-IIს, 05.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 120260020.05.001.016973 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1896987/