ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გუდაურის განვითარების ფონდის რეორგანიზაციის, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის შექმნისა და წესდების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №14.18.448 |
|
2013 წლის 16 აპრილი ქ. თბილისი |
|
1. ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის ქალაქ თბილისის მერიის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ფონდის სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”. ფონდი უფლებამოსილია გამოიყენოს ფონდის შემოკლებული დასახელება: სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდი”.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით (დებულებით).
4. ფონდი ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით (დებულებით) დადგენილ ფარგლებში და წესით.
5. ფონდი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ან ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობაში, შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.
6. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
1. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანია:
ა) საბაგირო გზების განვითარება და მოვლა-პატრონობა;
ბ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ეფექტური სისტემის დანერგვა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევებზე ოპერატიულად რეაგირების უზრუნველყოფა;
დ) ინვესტიციების მოზიდვისათვის საერთაშორისო ან ადგილობრივ სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირების დამყარება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ე) გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების მოვლა-პატრონობა;
ვ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების, ცალკეული ინდივიდუალური და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და ქ. თბილისის მთავრობისათვის წარდგენა;
ზ) გაწეულ საქმიანობაზე ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების მომზადება;
თ) შემოსულ კორესპონდენციათა კანონმდებლობის შესაბამისად განხილვა;
ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ფონდი უფლებამოსილია, ამ წესდებით (დებულებით) განსაზღვრულ საქმიანობასთან ერთად, ასევე განახორციელოს ქ.თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. ფონდი უზრუნველყოფს თანამშრომლობას ქ. თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან.
1. ფონდს ხელმძღვანელობს ფონდის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ თბილისის მთავრობა.
2. ფონდის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე/მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის უფროსი.
3. ფონდის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება ფონდის უფროსის ბრძანებით.
4. ფონდის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, ფონდის უფროსის ბრძანებით, ახორციელებს უფროსის მოადგილე.
1. ფონდის უფროსი:
ა) წარმოადგენს ფონდს;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს ფონდის საქმიანობას;
გ) ქალაქ თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ვ) ხელშეკრულების საფუძველზე იწვევს სპეციალისტებს კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ზ) ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
თ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
ი) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ მოვალეობების შესრულებას;
კ) ქალაქ თბილისის მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
ლ) შუამდგომლობს ქალაქ თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ფონდის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ფონდის ამოცანების შესასრულებლად;
ნ) ფონდის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;
ო) ქალაქ თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ;
პ) ხელს აწერს ფონდის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ჟ) წარმოადგენს ფონდს (ან ანიჭებს ფონდის წარმომადგენლობას თანამშრომლებს) და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
რ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს;
ს) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება, ფონდის უფროსის ბრძანებით, შეიძლება დაევალოს უფროსის მოადგილეს.
1. ფონდი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ფონდის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო სამსახური;
დ) შესყიდვების სამსახური
ე) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;
3. ადმინისტრაციულ სამსახურს მიეკუთვნება მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
4. ფონდის სტრუქტურაში შედის აგრეთვე თანაშემწე, რომელიც ექვემდებარება უშუალოდ ფონდის უფროსს და ასრულებს მის დავალებებს.
ადმინისტრაციული სამსახური:
ა) შეიმუშავებს ფონდის შინაგანაწესს და დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის უფროსს;
ბ) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
გ) უზრუნველყოფს ფონდზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დასაწყობებას და დაცვას;
დ) ახორციელებს მომარაგების ორგანიზებას;
ე) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ფონდის ბალანსზე რიცხული აქტივების კაპიტალისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
ზ) უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას;
თ) ფონდის უფლებამოსილების ფარგლებში ამზადებს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულებისა და მივლინების შესახებ ფონდის უფროსის ბრძანებების პროექტებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს ცნობებს;
კ) ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, ამზადებს შრომითი ხელშეკრულებების პროექტებს;
ლ) უზრუნველყოფს ფონდში შემოსული დოკუმენტაციის მიღებას და მათ აღრიცხვას;
მ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (არქივირება);
ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ო) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
პ) უზრუნველყოფს ფონდის თანამშრომლებზე ფონდის უფროსის მიერ დამტკიცებული შინაგანაწესის გაცნობას და აკონტროლებს მის შესრულებას;
ჟ) ასრულებს ფონდის უფროსის მიერ მიცემულ დავალებებს;
რ) უზრუნველყოფს ფონდის სამართლებრივ მომსახურებას;
ს) მონაწილეობს ფონდის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
ტ) ახორციელებს დოკუმენტაციის სამართლებრივ შეფასებას;
უ) უზრუნველყოფს ფონდის წარმომადგენლობას სასამართლოსა და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებში;
ფ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
საფინანსო სამსახური:
ა) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას:
ბ) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, ბალანსების და ანგარიშების მომზადებას, წარადგენს ანგარიშს ფონდის უფროსთან;
გ) შეიმუშავებს ფონდის ბიუჯეტსა და ხარჯთანუსხის პროექტებს;
დ) ახორციელებს საგადასახადო ორგანოში დეკლარაციების დადგენილ ვადებში წარდგენას;
ე) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
ვ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ფონდის თანამშრომლებზე ახდენს ხელფასების, პრემიების და სხვა განაცემების დარიცხვას;
თ) ატარებს შიდა აუდიტს;
ი) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უზრუნველყოფს სალაროების მოწყობასა და ბილეთისა და აბონემენტის რეალიზებას;
კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ლ) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
შესყიდვების სამსახური:
ა) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას;
ბ) ხელშეკრულების მომზადების ორგანიზებას;
გ) აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
ე) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური:
ა) ფონდის გამართული მუშაობის მიზნით, ამზადებს შესაბამის წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ფონდში შემოსულ კორესპონდენციას;
გ) ახორციელებს ფონდის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას;
დ) უზრუნველყოფს ქსელში ჩართული კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მუშაობას;
ე) უზრუნველყოფს ქსელის უსაფრთხოების დაცვას;
ვ) ახორციელებს ფონდის სერვერული ცენტრის ადმინისტრირებას;
ზ) ასწორებს ლოკალურ და ცენტრალიზებულ ბაზაში არსებულ შეცდომებს და სრულყოფს ბაზებს;
თ) ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის კონტროლს;
ი) უზრუნველყოფს სხვა სახის კომუნიკაციების გამართულ მუშაობას;
კ) ამუშავებს და ანალიზს უკეთებს სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ) ამზადებს ყოველთვიურ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს და ანალიზს უკეთებს ფონდის საქმიანობას;
მ) უზრუნველყოფს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ფონდის უფროსის ურთიერთობის კოორდინირებას;
ნ) უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ო) ახორციელებს ამ წესდებით (დებულებით) და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან/და შეძენილია ფონდის მიერ.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) ქალაქ თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ფონდის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;
გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
ქ. თბილისის მთავრობის თანხმობით ფონდმა უნდა განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
ფონდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ფონდის მაკონტროლებელი ორგანოა ქალაქ თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ამ დებულების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილებით.