ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო საწყისი საფასურისა და სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 |
|
2013 წლის 19 აპრილი ქ. ახმეტა
|
|
ა) ბალანსმფლობელის (მოსარგებლის) მიერ მოწოდებული ქონების ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საპრივატიზებო საწყისი საფასური განისაზღვრება ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართის შესაბამისად.
3. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საპრივატიზებო საწყისი საფასურის ოდენობა განისაზღვრება:
ა) ნარჩენი საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით;
ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) შესაბამისი დასკვნის საფუძველზე.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას საწყისი წლიური საფასურის (ქირის) ოდენობა განისაზღვროს:
ა) 1 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:
ბ.ა) სახნავზე და სათიბზე – ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას საპრივატიზებო შემოსულობისა და იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო თანხის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით დამტკიცების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (რომელიც არ ექვემდებარება პრივატიზებას) აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის წლიური საწყისი სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების №1 დანართით დადგენილი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;
ბ.ბ) საძოვრებზე – 1 ჰექტარზე 8 (რვა) ლარით;
გ) სხვა უძრავ ქონებაზე:
გ.ა) ქალაქ ახმეტაში მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 7 (შვიდი) პროცენტით;
გ.ბ) ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და სხვა ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 5 (ხუთი) პროცენტით;
დ) მოძრავ ნივთებზე – მისი საპრივატიზებო საწყისი საფასურის 10 (ათი) პროცენტით.