ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (15 მუხლი)
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2013 წლის 19 აპრილი ქ. ახმეტა
|
|
სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესი
2. მოსამსახურეები ანგარიშვალდებულნი არიან უშუალო ხელმძღვანელის წინაშე.
3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
4. მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
5. მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. მოსამსახურეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ექვემდებარება სავალდებულო დაზღვევას.
ა) უმცროს მეთაურთა და რიგითი შემადგენლობის მომზადება (მათ შორის ახლად მიღებული მეხანძრეების სპეციალური დაწყებითი მომზადება);
ბ) უფროსი და საშუალო მეთაურთა სამსახურებრივი მომზადება.
2. საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მოსამსახურეთა სწავლების ორგანიზებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.
2. მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამსახურის უფროსი და მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან გამგებლის ბრძანებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი ან გაქარწყლებული არა აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლო გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობების დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს.
ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივ საქმიანობაში;
დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას.
2. წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების შესახებ მოსამსახურეებს ეცნობება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით. დისციპლინური პასუხისმგებლობის დადებამდე მოსამსახურეებს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ფორმის გამოყენება აღინიშნება პირად საქმეში შეტანით.
5. თუ მოხელეს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, იგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოსამსახურეთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.04.2013. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.162.016178.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.02.2015-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 15 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №18, 19.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.162.016178 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1901342/