📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2013
ძალის დაკარგვა 17.04.2018
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
ნომერი №190
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.160.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/04/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 434 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2013 მიღება
17.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)
3 სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე)
4 საკარმიდამო
5 ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით
6 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძე რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე
მიწის კატეგორიები
ზონა ტერიტორიული კოეფიციენტი
II – ზონა ტყე-ჭალა 0,70
III – ზონა    სასაფლაოს ტერიტორია 0,665
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს  დადგენილება  №190 2013 წლის 18 აპრილი ქ. რუსთავი თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის 202-ე, 204-ე მუხლების, 206-ე მუხლის, „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთები დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველ ქალაქ რუსთავში ქონების გადასახადის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის  №138 დადგენილება და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების ქონების გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის  №175 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე დანართი ქონების გადასახადის განაკვეთები 1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტის ოდენობით. 2. საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1 პროცენტის ოდენობით. 3.  სალიზინგო კომპანიისათვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6 პროცენტის ოდენობით. 4. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს: ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2 პროცენტი; ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი. 5.      სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე): № მიწის კატეგორიები გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა 1 სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 27 2 საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული) 22,50 3 სახნავი (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) 105 4 საკარმიდამო 105 5 ტყის მიწები, რომლებიც გამოიყენება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით 47 6 ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები 3 6. ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთი: ზონა ტერიტორიული კოეფიციენტი გადასახადის განაკვეთი ლარი/კვ.მ I – ზონა მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო სრულად, გარდა ტყე-ჭალისა და სასაფლაოს ტერიტორიისა 1,05 0,252 II – ზონა ტყე-ჭალა 0,70 0,168 III – ზონა  სასაფლაოს ტერიტორია 0,665 0,1596 7. ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს: ა)  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები; ბ)  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები. შენიშვნა: მე-7 პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის მიზნისთვის საცხოვრებელ სახლზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთში იგულისხმება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ნაკვეთი სრულად. ქალაქ რუსთავის ტერიტორიის ზონირების სქემატური რუკა ქონების (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის) გადასახადის განაკვეთებისათვის .