განჩინება შპს „მოდერნ კონსტრაქშენ კომპანიის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/11595-10
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2013 წ ლის 19 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – გაკოტრების მმართველი აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ვასილ ხაჭაპურიძე
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გაკოტრების მმართველის აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის ვასილ ხაჭაპურიძის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გაკოტრების საქმე შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანიის’’მიმართ. გაკოტრების მმართველად დანიშნულია აღსრულების ეროვნული ბიურო.
2013 წლის 19 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის დებიტორული დავალიანების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 23 აპრილს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე : ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. , №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით: მოვალის დებიტორული დავალიანების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის შესახებ.
2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე , www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი