სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/11836-15
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – სს ,,პარკ პლეისი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 204868492)
დირექტორი – როინ მოსეშვილი
წარმომადგენელი – მალხაზ არბოლიშვილი
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ირაკლი წიკლაური
მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,პარკ პლეისის’’ მიმართ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა, რომელმაც მოითხოვა კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2015 წლის 4 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებული კრედიტორების მოთხოვნათა განხილვა.
1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, სასამართლოს აქტები „სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.11.2015.
- როდის იქნა მიღებული „სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 30.11.2015. მიმღები ორგანო — თბილისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/11836-15.
- სად არის „სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.11.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სასამართლოს აქტები „სს „პარკ პლეისი“-ს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ“, №2/11836-15, 30.11.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3067449/