„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №36

2013 წლის 19 აპრილი

ქ. ხაშური

 

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 04/01/2013; 280120000.35.143.016135) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 10. ზოგიერთი კატეგორიის მოსახლეობის სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიმღებნი არიან:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები (0-70 000 სარეიტინგო ქულა), რომელთა სადაზღვევო პოლისი არ არის გააქტიურებული ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯები არ იფარება დაზღვევით;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები (70 000-100 000 სარეიტინგო ქულა), რომელთა სამედიცინო მომსახურების ხარჯები სრულად არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით;

გ) სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობა ( 0-57 000 სარეიტინგო ქულა).

2. დასკვნას ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის შესაძლებლობის, მიზანშეწონილებისა და მოცულობის (არაუმეტეს 300 ლარისა) შესახებ შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით შექმნილი სპეციალური კომისია, რომელსაც განცხადებასთან ერთად უნდა წარედგინოს :

ა) მაძიებლის/წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

გ) სამედიცინო მომსახურების (საჭირო მედიკამენტების) ხარჯების ანგარიშ-ფაქტურა;

დ) კომუნალური, საწვავის და ა.შ. ხარჯების გაშიფრვა/დასაბუთება განცხადებაში მითითებული დახმარების სახის შესაბამისად;

ე) სოციალურ კატეგორიას (დევნილი, შშმ პირი, ომის ვეტერანი, პენსიონერი და სხვა) მიკუთვნების დამადასტურებელი მოწმობის ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მაძიებლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის რწმუნებულის  (წარმომადგენლის) წერილობითი ინფორმაცია ( იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ოჯახი არ ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში).

3. კომისია დასკვნის შემუშავებისას მხედველობაში იღებს პირის შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ:

ა) უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმოკლე სტუდენტებზე/მოსწავლეებზე, რომლებიც არიან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში, აგრეთვე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და შინაგან საქმეთა ორგანოებში   სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა შვილები;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთა რეიტინგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-70 000 ქულის ფარგლებშია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.04.2013.
როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.04.2013. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.35.143.016171.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.04.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №36, 19.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016171 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.04.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1903330/