საოქმო განჩინება სს „კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/33
ს ა ო ქ მ ო გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წლი ს 16 აპრილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)
კრების მდივანი: ნოდარ გიორგიძე;
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,კოლხური აბრეშუმის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2013 წლის 08 მაისს , 14:00 საათზე , შემდეგი დღის წესრიგით:
ა ) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და რეესტრის დამტკიცება .
2 . კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 , მესამე სართული, სხდომის დარბაზი№3).
3 . განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge .
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება , მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში , ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. : ქ. ქუთაისი , კუპრაძის№11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი: ნოდარ გიორგიძე