,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა ,,ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№84
სარეგისტრაციო კოდი
430210000.10.003.017248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №84

2013 წლის 25 აპრილი

ქ.თბილისი

 

,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა ,,ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდობის წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/02/2013, 430210000.10.003.017203) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დატკიცებული დანართის:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამა“ − ითვალისწინებს:

ბ.ა) ქვეყნისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზა­დებას და იმ პირთა დაფინანსებას, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო  პროგრამაზე, არიან სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებულები, რაც სამომავლოდ ხელს უწყობს სხვადასხვა სფეროთა განვითარებასა და წინსვლას და აკმაყოფილებენ ამ დანართისა და სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო პრინციპების მოთხოვნებს;

ბ.ბ) უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სახელოვნებო და შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე (გარდა ბაკალავ­რია­ტის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) ჩარიცხული პირების დაფინანსებას, ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო  გრანტების, დოქტორანტურის პროგრა­მე­ბისა  და  ახალგაზრდების  წახალისების პროგრამის“ ფარგლებში ,,ცოდნის კარის“ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან  200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში;“ .

2. მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი:

ა) რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ჩარიცხულია უცხოეთის შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამაგისტრო პროგრამაზე, ასაკი არ აღემატება 35 წელს და რომელიც:

ა.ა) შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური  მოსწრებით;

ა.ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურაში სწავლისას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) რომელიც ჩარიცხულია უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სადოქტორო პროგრამაზე და მოპოვებული აქვს ნაწილობრივი დაფინანსება მინიმუმ 50%-ის ოდენობით.

2. ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“  ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი, რომელიც:

ა) არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული, ჩაბარებული აქვს  უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე და რომელიც:

ა.ა) შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით ზოგადი განათლების დამამათავრებელ კლასში გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით;

ა.ბ) უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატში სწავლისას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში სწავლის პირველი სასწავლო წლის დასრულების შემდგომ დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში;

ბ) ჩარიცხულია უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო და  შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (გარდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა).“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ დანართის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალის­წინე­ბული პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია  უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის განმავლობაში,  პირველი სასწავლო წლის შემდგომ, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, კომისიას წარუდგინოს აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ამ დანართის 81 მუხლით გათვალისწინებული პირებიდან ,,ცოდ­ნის კარის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კანდი­დატე­ბის შერ­ჩევა, შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინან­სების ოდე­ნობის განსაზღვრა და გაცემა ხდება ამ მუხლით გათვა­ლის­წინე­ბუ­ლი წესით.“.

5. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ბ) ნინო სულავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უცხოეთში საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის მდივანი;“.

6. მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) უზრუნველყოფს ყველა განაცხადის მიღებას, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განმცხადებლისათვის ხარვეზის დადგენასა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განცხადებების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის განსახილველად გადაცემას;“.

7. დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

,,მუხლი 81. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში

უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო და  შემოქმედებითი მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებზე (გარდა ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) ჩარიცხული პირებიდან ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი კანდიდატების სპეციალური საკონკურსო კომისიისათვის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტებისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გრანტის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია.“.

8. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებე­ბის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვოტებზე და საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი სასტიპენდიო პროგრამებისათვის კანდიდატთა შერჩევა

1. პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებუ­ლე­ბების მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის გამოყოფილ კვო­ტებზე კანდიდატის შერჩევას აწარმოებს სპეციალური სა­კონკურსო კომისია. კომისიაზე შესაძლებელია პარტნიორი უმაღ­ლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგე­ნელ­თა მოწვევა. კანდიდატების შერჩევა მოხდება წინასწარ განსაზღვრული, პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწე­სებულებებთან შეთანხმებული ნიხრების საფუძველზე, მასში განსაზღვრული პირობებისა და გამოყოფილი კვოტების შესა­ბამისად.

2. საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი სასტიპენდიო პროგრამების ერთობლივად განხორციელების მიზნით, შესაბამის ორგანიზაციასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ორგანიზაციის ან/და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით, სპეციალური საკონკურსო კომისია განიხილავს ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში სასტიპენდიო პროგრამების კანდიდატების დაფინანსების საკითხს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის, ,,ცოდნის კარის“ პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრა და გაცემა ხდება ამ დანართის მე-5 მუხლით დადგენილი წესით, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედი სასტიპენდიო პროგრამების ერთობლივად განხორციელების მიზნით, შესაბამის ორგანიზაციასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული წერილობითი შეთანხმების გათვალისწინებით.“.

9. მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 მუხლი:

,,მუხლი 11. გარდამავალი დებულებანი

 სპეციალური საკონკურსო კომისიისადმი მომდევნო სასწავლო წლის დაფი­ნანსების მოთხოვნით წარდგენილი იმ პირების განცხადებები, რომლებ­საც ,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნე­ბებიდან ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების წესისა და პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №124 დადგენილების ფარგლებში მოპოვებული ჰქონდათ დაფინანსება სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე სასწავლებლად,  განხილული იქნება ,,სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი