აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოიყოს ამ დადგენილებით განსაზღვრული თანხა.
2.
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ექვს საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატის წარდგინების საფუძველზე დაინიშნოს მაჟორიტარული წესით არჩეული უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენელი, რომლის მიზანია უმაღლესი საბჭოს წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის ხელშეწყობა.
3.
უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ წევრს თავისი საქმიანობის წარმართვისათვის შეუძლია ისარგებლოს ბეჭდით, რომელზედაც აღინიშნება მისი სახელი, გვარი, საარჩევნო ოლქის დასახელება და ნომერი.
4.
თვითმმართველ ქალაქ ბათუმში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და მაჟორიტარი უმაღლესი საბჭოს წევრის წარმომადგენლის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გამოეყოფა – 1025 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ უმაღლესი საბჭოს წევრს – 825 ლარი.
5.
ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხების გაცემა უმაღლესი საბჭოს აპარატმა აწარმოოს 2013 წლის 1 ივნისიდან.
6.
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის 17 დეკემბრის №13 დადგენილება ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ”.
7.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჩაქვი, 18 აპრილი 2013 წ. N52უ.ს.გ.ს. |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.01.2017.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 18.04.2013. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №52უ.ს.გ.ს.. სარეგისტრაციო კოდი — 010190040.31.056.016034.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.01.2017-დან.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №52უ.ს.გ.ს., 18.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010190040.31.056.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1906801/