ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.04.2013 ძალადაკარგული 26.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.136.016119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

                                                                                  

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №07

2013 წლის 26 აპრილი

დაბა ხულო

 

ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ
  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ'' ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ'' საქართველოს კანონის 195 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 დადგინდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან  სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი წლიური ქირა შემდეგი ოდენობით:

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  შესაბამის ტერიტორიულ ზონაში მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით;

2. სხვა უძრავ ქონებაზე ნივთის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით;

3. მოძრავ ქონებაზე ნივთის საბაზრო ღირებულების 10 %-ის ოდენობით.

 

მუხლი 2
ცნობად იქნეს მიღებული, რომ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიულ ფასს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიების (ზონების) მიხედვით,  განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ თავართქილაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.07.2018.
როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
„ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“ მიღებულია 26.04.2013. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №07. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.136.016119.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 26.07.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.07.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას,საწყისი წლიური ქირის ოდენობის დადგენის შესახებ“, №07, 26.04.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016119 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1908102/