1.1. ,,არბიტრაჟი’’ – ერთი ან რამდენიმე წევრისაგან შემდგარი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონისა და წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით განიხილოს პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი დავა;
1.2. ,,არბიტრი” – არბიტრაჟის წევრი;
1.3. „არბიტრთა კოლეგია“
– კონკრეტული დავის გადასაწყვეტად შექმნილი არბიტრაჟი სამი არბიტრის შემადგენლობით;
1.4. „არბიტრთა კოლეგიის თავმჯდომარე“
– არბიტრთა კოლეგიის წევრი
, რომელიც უძღვება არბიტრთა კოლეგიის სხდომას და ახორციელებს კოლეგიის სხვა ორგანიზაციულ საქმიანობას
;
1.5. ,,მუდმივმოქმედი არბიტრაჟი” – შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიის
” მუდმივმოქმედი არბიტრაჟი;
1.6. ,,მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე” – შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიის
” მუდმივმოქმედი არბიტრაჟის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს
შპს ,,საარბიტრაჟო სასამართლო ლეგიის“ პარტნიორთა კრება;
1.7. ,,დავა” – კერძო ხასიათის ქონებრივი დავა, რომლის განხილვაც ეთხოვა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს;
1.8. ,,მხარეები” – საარბიტრაჟო მოსარჩელე და საარბიტრაჟო მოპასუხე;
1.9. ,,საარბიტრაჟო მოსარჩელე” – მხარე, რომელიც დავას განსახილველად გადასცემს არბიტრაჟს;
1.10. ,,საარბიტრაჟო მოპასუხე” – მხარე, რომლის წინააღმდეგ წარდგენილია საარბიტრაჟო სარჩელი;
1.11. არბიტრაჟის ხარჯები – საარბიტრაჟო მოსაკრებელი და დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები